TAV Georgia 21 წლისაა - 21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ავიაცია სრულიად სხვა სტანდარტზე გადავიდა და ქვეყნის აეროპორტების მართვა კერძო კომპანიამ გადაიბარა.კომპანიამ ამ დროის განმავლობაში შეძლო არაერთი კრიზისის მართვა - დაწყებული მათ შორის საომარ ვითარებაში ქვეყნის სტრატეგიული ობიექტის მართვა და უხილავ მტერთან კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება. ეს ყველაფერი კი იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქვეყანაში ავიაციის განვითარებაზე და ქმნიან გარემოს, რაც მგზავრებს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებაში ეხმარება. როგორი იყო საქართველოში TAV Georgia-ს 21 წელი, ვინ არიან ადამიანები, რომელთა დახმარებითაც კომპანიამ შეძლო ქართული ავიაციის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანა და როგორია ამბიციური გეგმები?






























