მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TAV GEORGIA: ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები ბათუმის აეროპორტის გაფართოვებაზე შეჩერებულია

5c51c2f4b4237
ანა ჯოხაძე
30.01.19 19:44
918
ეკონომიკის მინისტრი აჭარასა და თბილისში აეროპორტების გაფართოვებას, მათ შორის ახალ ლოკაციებზე აანონსებს, თუმცა თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV GEORGIA ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილე bm.ge-თან აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადი გაზრდილია, თუმცა კომპანიას მათი მომსახურების მხრივ პრობლმები არ შეჰქმნია.

“წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 800 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო ბათუმში თითქმის 600 000 მგზავრს. ამ გადმოსახედიდან გაფართოებას ბათუმის აეროპორტი უფრო საჭიროებს. ჩვენ გვაქვს უკვე პროექტი, მაგრამ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია ეკონომიკის სამინისტროსთან. სავარაუდოდ, წელს განახლდება ეს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ აპრილიდან, მაისიდან ძვრები იქნება და სავარაუდოდ, ბათუმში დავიწყებთ აეროპორტის გაფართოებას”-ამბობს TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერის მოადგილა თეა ზაქარაძე.

როგორც ის ამბობს, ეკონომიკის სამინისტროსთან აეროპორტების გაფართოებაზე საუბარი ნამდვილად იყო. ასევე უკვე არსებობს ბათუმის აეროპორტის პროექტიც, თუმცა ახალ ლოკაციებზე აეროპორტების მშნებლობაზე ისინი ინფორმაციას არ ფლობენ.

“მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ რაიმე სხვა ლოკაცია ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდეს აეროპორტითვის მოძებნილი აჭარაში. მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას, ჩვენთან ამ თემაზე საუბარი და არანაირი სხვა ლოკაცია განხილული არ ყოფილა.”-აცხადებს TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერის მოადგილა თეა ზაქარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები