მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV GEORGIA-მ 2022 წელი ავიაკომპანიებთან ერთად შეაჯამა

BM.GE
26.12.22 18:33
590
tav georgia-ამ 2022 წელი ავიაკომპანიებთან ერთად საგანგებოდ დაგეგმილ შეხვედრაზე შეაჯამა. როგორც ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, პოსტ პანდემიურ რეალობაში 2022 წელი ყველაზე პოზიტიური იყო. მისი თქმით, 2023 წელს ტავ ჯორჯიას არაერთი საინტერესო სიახლე ექნება, მათ შორის კომპანია გეგმავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც. თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს 4 ავიაკომპანიასთან, პროცესებში ჩართულია საქართველოს მთავრობაც. შეხვედრაზე გამოვლინდნენ ტოპ ავიაკომპანიებიც, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მეტი მგზავრის გადაყვანა შეძლეს. პირველ ადგილს 450 967 მგზავრით თურქიშ ეარლაინსი იკავებს, მეორე ადგილზე 358 574 მგზავრით პეგასუს ეარლაინსია, ხოლო მესამე პოზიციაზეა ჯორჯიან ეარვეისი 231 088 მგზავრით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები