მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Georgia-მ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

11 ნოემბერს, TAV Georgia-ს ორგანიზებით აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და საავიაციო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას TAV Georgia-მენეჯმენტი, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, აეროპორტის უსაფრთხოების, საბაჟო და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე ავიაკომპანიების, საწვავის მიმწოდებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ღონისძიებაზე მთავარი ყურადღება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების წლიურ ოპერაციულ მაჩვენებლებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ახალ მასშტაბურ პროექტსა და მიმდინარე ოპერაციული საკითხებს დაეთმო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები