მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Georgia მზადაა, შიდა რეისებზე ავიაკომპანიებს განსაკუთრებული პირობები შესთავაზოს

64bfc6831ee4d
BM.GE
25.07.23 16:57
1552
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება.

ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება - Georgian wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 28 ივლისიდან, კვირაში 12 სიხშირით იფრენს.

პირველი საჩვენებელი ფრენა ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა.

ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა იწყება. ჩვენთვის, როგორც ორივე აეროპორტის ოპერატორი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიარეისები. ეს ძალიან დიდი კომფორტია მგზავრებისთვის. მზად ვართ, განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ არა მხოლოდ Geosky-ს, არამედ ყველა ავიაკომპანიას, რომელიც ჩვენი მართვადი აეროპორტებიდან ადგილობრივი ავიარეისების შესრულებას გეგმავს“, - განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები