მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TAV Georgia საქართველოში საქმიანობის 20 წელს აღნიშნავს

11 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტავ ჯორჯიას საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილე აღინიშნა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ საქმიანობის 20 წლის განმავლობაში ქვეყნის ორი საერთაშორისო კარიბჭის აშენებასა და განვითარებაში 230 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 500 მლნ ლარამდე სახელმწიფო გადასახადის სახით გადაიხადა. კომპანიას დღესდღეობით 1800-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, რაც საქართველოს საავიაციო სფეროსთვის უზარმაზარ ადამიანურ კაპიტალს წარმოადგენს.შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ტავ ჯორჯია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ რეიტინგის ათეულშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები