TAV Georgia ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“ ინფრასტრუქტურის განახლებას აგრძელებს. როგორც Bm.ge-ს TAV Georgia -ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განუცხადა, წელს აეროპორტის ტერიტორიაზე თვითმფრინავების მოსაბრუნებელ მოედანს აკეთებენ, რომელიც ყველა ტიპის თვითმფრინავის მომსახურების საშუალებას მისცემთ.
"იგეგმება გარკვეული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც, რაც მოგვცემს საშუალებას, უფრო მაღალი კატეგორიის, f კოდის საჰაერო ხომალდები მივიღოთ. გარდა ამისა, წლის განმავლობაში ,, ტავ ჯორჯია“ მუდმივ რეჟმში ახორციელებს სამუშაოებს, რაც აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობასა და შენახვას ითვალისწინებს, კომპანია ამისთვის წელიწადში საშუალოდ 5-6 მილიონ დოლარს ხარჯავს" - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“ 2016-2017 წლებში ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება მოხდა, აშენდა ახალი სამგზავრო ტერმინალი, მთლიანად განახლდა ასაფრენი ბილიკი, ასევე თვითმფრინავების სადგომი, ე.წ საპარკინგე ტერიტორიები, რაშიც ჯამში 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 31 მილიონი სამგზავრო ტერმინალზე დაიხარჯა.

























