ტავ ჯორჯია განაგრძობს მგზავრებისა და მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვას და ინვესტირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ტექნოლოგიურ განვითარებასა და სერვისების გაციფრულებაში. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ტავ ჯორჯიამ აღნიშნულ პროექტებში 6.5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. IT მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების გარდა, ორგანიზაცია მიმდინარე ხარჯების ფარგლებში ყოველწლიურად 6 მილიონ ლარამდე მიმართავს აიტი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ვინაიდან დაცული, სტაბილური და ეფექტური აიტი ინფრასტრუქტურა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ავიაციაში.