ბოლო 3 წელში თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ სერვისების გაუმჯობესებაში ₾6.5 მლნ ლარი დახარჯა. კომპანიაში განმარტავენ, რომ IT მიმართულებით განხორციელებული ინვესტირების გარდა, ორგანიზაცია მიმდინარე ხარჯების ფარგლებში ყოველწლიურად 6 მილიონ ლარამდე მიმართავს აიტი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის.


































