მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TAV: "თბილისის აეროპორტი კიდევ გაფართოვდება"

5b0a503d43289
თათია ჩაფიჩაძე
27.05.18 10:33
3567
„დღეისათვის თბილისის აეროპორტი 24სთ-ის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობს“- როგორც TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, ფრენები თბილისის აეროპორტიდან დღის და ღამის საათებში თანაბარი რაოდენობით სრულდება. ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი მგზავრთნაკადისა და ავიაკომპანიების გათვალისწინებით TAV GEORGIA-ში აცხადებენ, რომ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის აეროპორტის გაფართოებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ წუთას სრული დატვირთვით მუშაობს, დღეს უკვე დღე და ღამე ერთნაირად დატვირთულია, რაც განპირობებულია იმით, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია ავიაკომპანიების რაოდენობა. სწორედ გაზრდილი რაოდენობის გამო აშენდა ახალი ტერმინალი და ახლა მოლაპარაკებებს კიდევ ვაწარმოებთ გაფართოების კუთხით, სიახლეები გვექნება, როცა მოლაპარეკებები დასრულდება.

ასევე გეტყვით, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განვიხილავთ ბათუმის აეროპორტში როგორც ტერმინალის გადიდებას, ასევე სხვა პროექტებსაც. მოლაპარაკებების შედეგები 2 თვის ვადაში გახდება ცნობილი.“ - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები