მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TAV: თბილისის აეროპორტის ტარიფები მაღალი არაა

5aa7cae6b62e2
მაია ბიწაძე
13.03.18 17:00
1236
"თბილისი საერთაშორისო აეროპორტში დაწესებული ტარიფები არ არის მაღალი" - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ, "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"თბილისის საერთასორისო აეროპორტში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და არაფერი განსაკუთრებული ტარიფები არ არის. მე ამიერკავკასიის რეგიონის აეროპორტებს ვადარებ თბილისის აეროპორტს.

ავიღოთ ბაქოს და ერევნის აეროპორტების ტარიფები, შემიძლია გითხრათ, რომ ბაქოს აეროპორტში მგზავრთა მოსაკრებელი, რომელიც ჩვენთან არის $24, არის 20 ევრო, პლიუს ბაქოს აეროპორტს აქვს დაწესებული გადასახადი 8 ევროს ოდენობით, რაც ცალკე აეაროპორტში პროექტებისთვისაა გამოყოფილი. მსგავსი გადასახადი ჩვენ არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ეს 24$ მოსაკრებელი, რაც ხშირად ხდება განხილვის საგანი, ნამდვილად არ წარმოადგენს რამე განსაკუთრებულ ტარიფს; ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციებს, 2017 წლამდე 180 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული ტავს საქართველოში, ჩვენ ვერ ვიქნებით სახელმწიფო აეროპორტი, ეს არის ბიზნესი, ეს არის კერძო კომპანია და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სერვისი შევინარჩუნოთ",  - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები