თავდაცვის ბიუჯეტი იზრდება
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, ქვეყნის თავდაცვაზე გათვალისწინებული ხარჯები 80 მილიონითაა გაზრდილი. პროექტის მიხედვით, სამინისტროს ბიუჯეტი თავდაპირველი 790 მილიონის ნაცვლად, უკვე 870 მილიონი ლარია. საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდისა და მის მშპ-ს 2%-თან მიახლოვება, საკანონმდებლო ორგანოში მოითხოვეს, პროექტი პირველი ვარიანტის განხილვისას. ასევე 2 მილიონით გაეზარდა დაფინანსება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მთლიანობაში მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 12 მილიონითაა გაზრდილი 136 მილიონ ლარს შეადგენს.