მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის მინისტრი გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ განმარტებას აკეთებს

5be46a9ec8bc7
BM.GE
08.11.18 20:55
791

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, 2017 წელს წარმომადგენლობითი ხარჯების მატება საერთაშორისო ვიზიტების სიმრავლემ გამოიწვია.

„ჩვენ გვქონდა წარმომადგენლობითი ხარჯების გარკვეული მატება 2017 წელს, რაც ობიექტური გარემოებებით იყო განპირობებული. კერძოდ, 2017 წელს ვმასპინძლობდით ნატო-საქართველოს სამხედრო კომიტეტს და მხოლოდ ეს ღონისძიება დაახლოებით 350 ათასი ლარი დაჯდა. ასევე გვექონდა ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, მათგან პირველი - სამხრეთ-აღმოსავლეთის მინისტერიალი, საქართველოში პირველად ჩატარდა, რაც ასევე გარკვეულ წარმომადგენლობით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დამატებით, 2017 წელს გვქონდა უპრეცედენტო რაოდენობა საერთაშორისო ვიზიტებისა, მათ შორის, კოლეგა მინისტრების ვიზიტების - დაახლოებით, 10 თავდაცვის მინისტრი ეწვია 2017 წელს საქართველოს“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს წარმომადგენლობითი ხარჯები, პირველადი მონაცემებით, 2017 წელთან შესარებით, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარით ნაკლები იქნება.

„ასევე, გადავხედე 2010 წლიდან წარმომადგენლობით ხარჯებს და რიგ შემთხვევაში, განსაკუთრებით 2010-2012 წლებში, ეს ხარჯები 3 მილიონ ლარს აღემატება. ეს უპრეცედენტო რაოდენობაა, რაც განპირობებულია ობიექტური გარემოებებით, რაც განსაკუთრებით, ჩვენს საერთაშორისო აქტიურობას უკავირდება, თუმცა ამის პარალელურად მივლინების ხარჯებში ძალიან დიდი ეკონომია გვაქვს, ისევე როგორც საწვავის ხარჯვის ნაწილში - თუ ის 2012 წელს 32 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წელს ეს მონაცემი დაახლოებით, სამჯერ არის შემცირებული“, - განმარტა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ 2013-2017 წლებში გაწეული წარმომადგნლობითი ხარჯების მიმოხილვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოქვეყნა, რომლის მიხედვით, ყველაზე მაღალი ხარჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და თბილისის მერიას ჰქონდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები