მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი კი ვახტანგ გომელაური იქნება

5d6e04b3d2ca4
BM.GE
03.09.19 10:07
2279
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

თავად გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

ვახტანგ გომელაური ამ დროისთვის სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდოვანია. ის პარტიაში სულ რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ღარიბაშვილი იკავებდა პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის თანამდებობებსაც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები