მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტრომ ფეხსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი შეცვლილი პირობებით გამოაცხადა

5b1513e182601
თამუნა დემეტრაშვილი
04.06.18 14:25
519
თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებისათვის განკუთვნილ მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის მიზნით ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, თუმცა შეცვლილი პირობებით.

ამჯერად სატენდერო მოთხოვნებში აღარ ფიგურირებს თურქული კომპანია Yakupoglu Tekstil ve Deri Sanayi Ticaret A.S, რომლის პროდუქციის მოწოდების შემთხვევაშიც, სამინისტრო ნიმუშისა და ლაბორატორიული შემოწმების დასკვნას არ ითხოვდა. წინა ტენდერის პირობებით, უწყება ამას იმით ხსნიდა, რომ ამ კომპანიის წარმოებული ფეხსაცმელი შეიარაღებულ ძალებში უკვე გამოცდილი იყო. ეს პირობა თავის დროზე ტენდერში მონაწილე ორმა კომპანიამ გააპროტესტა და დავების საბჭომ მათი პრეტენზიები სრულად გაიზიარა, თავდაცვის სამინისტროს კი დაავალა ახალი ტენდერი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოეცხადებინა.

ახალი ტენდერის პირობებით, მონაწილეებს ნიმუშებისა და ლაბორატორიული შემოწმების დასკვნები ყველა შემთხვევაში მოეთხოვებათ. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო 25 ათასი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. წინადადებების მიღება კომპანიებისათვის 15 ივნისს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები