მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის ფეხსაცმლის შესაძენად ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

5c29cb1dc9874
თამუნა დემეტრაშვილი
31.12.18 18:00
612
თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკეცებისათვის განკუთვნილი მაღალყელიანი ფეხსაცმელების შესაძენად, ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

წინა ტენდერთან შედარებით, ამჯერად საწყისი ფასი უფრო დაბალია. 35 ათასი წყვილი ფეხსაცმლის შეძენას უწყება 2,9 მილიონის ნაცვლად, ახლა უკვე 2,7 მილიონ ლარად აპირებს.

წინა ტენდერი, რომელშიც საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს დოკუტეკს ჯორჯია-მ შეიტანა, კომისიის გადაწყვეტილებით შეწყდა.

შეწყვეტის მიზეზი კი სატენდერო პირობების გასაჩივრება გახდა.

კომპანია ,,Xinxing Jihua Internacional Trading”-მა დავების საბჭოში პროცესი ნაწილობრივ მოიგო და სამინისტრომ პირგასამტეხლოს ოდენობას უნდა გადახედოს. დოკუმენტაციაში ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ დღეზე პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით იყო განსაზღვრული, კანონმდებლობით კი, ის 0,02%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები