მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტრომ საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმა

5c0b9f6ce9724
BM.GE
08.12.18 14:19
652
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმა. ლევან იზორიასა და ფლორანს პარლის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი, რომლის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლებიც საიდუმლოს წარმოადგენს, წარსულში ფრანგულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების მეორე ფაზას წარმოადგენს. 

თავდაცვის მინისტრ ლევან ლევან იზორიას განცხადებით, კონტრაქტში გაწერილი მიმართულებებით მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირება.

"ეს მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას საჰაერო თავდაცვის კომპონენტში, რაც არის მნიშვნელოვანი გარანტია ჩვენი საჰაერო სივრცის დაცულობისა და ამით საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობისა", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველომ საფრანგეთისგან Thales LAS SAS და MBDA-დან რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეიძინა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები