მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტრომ სკანდალურ ტენდერზე შესყიდვის ახალი პროცედურა დაიწყო

5b435b18077d6
თამუნა დემეტრაშვილი
09.07.18 16:52
872
თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შესაძენად ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო პირობებით შესყიდვის ღირებულება, წინა შეწყვეტილ ტენდერთან შედარებით, დახლოებით 20 ათასი ლარითაა შემცირებული და 2 მილიონ 333 ათას ლარს შეადგენს, თუმცა ფეხსაცმლის რაოდენობა იგივე- 25 ათას 769 წყვილია. ახალი პირობების მიხედვით 10-დან 15 დღემდეა გაზრდილი ნიმუშისა და საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის ვადები, ასევე განახევრებულია საჯარიმო სანქცია მიწოდების ვადების დარღვევაზე.

შეგახსენებთ, რომ წინა ტენდერი, რომელიც მედიაში აჟიოტაჟის საფუძველი გახდა თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად დოკუმენტციაში, დავების საბჭოს რეკომენდაციები სახელდება, რომელიც სატენდერო პირობების შეცვლას იწვევს. სწორედ შეწყვეტილ ტენდერში სთავაზობდა სამინისტროს საუკეთესო ფასს კომპანია MARGIO, რომლის მფლობელიც ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პეტრე დევრიშაძეა.

სამინისტრო: თუკი ძალოვანი უწყებების ტენდერებზე შეზღუდვები დაწესდება, ამას მივესალმებით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები