მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტროს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ, საქმით ბიზნესომბუდსმენის აპარატი დაინტერესდა

5bcebcc26b289
თამუნა დემეტრაშვილი
23.10.18 10:15
695
თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ერთ-ერთ ტენდერში მონაწილე კომპანია უწყებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს და ტენდერის შედეგის გაუქმებას ითხოვს, საქმით ბიზნესომბუდსმენის აპარატიც დაინტერესდა. საუბარია 2,3 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვაზე, რომელის ფარგლებშიც ჯარისკაცებისათვის 25 ათასი წყვილი მაღალყელიანი ჩექმა უნდა შეიძინონ. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო ფეხსაცმელების შეძენას, უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს და ტენდერიც უკვე მე-6 გამოცხადდა. ამჯერად გამარჯვებულად კომპანია "pressco" დასახელდა, თუმცა მისი კონკურენტი -შპს ,,კოზტრანსი” შედეგის გაუქმებას ითხოვს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ლაშა კოზმანაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, pressco თავდაცვის სამინისტროს ზუსტად იდენტურ პროდუქციას სთავაზობს, რასაც მისი კომპანია, მწარმოებელიც იგივე და მოდელიც, ფასი კი 259 ათასი ლარით უფრო მეტი, ვიდრე მისი შეთავაზება. კოზმანაშვილი კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ: მისი კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი, მწარმოებელი კომპანიის 20 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა გახდა, თუმცა მისი კონკურენტის შემთხვევაში, ეს საკითხი სხვაგვარად იყო. "თურქეთის საელჩომ, ჩემს შემთხვევაში გასცა დოკუმენტი, რომ ფირმას საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ორი კვირის თავზე, ჩემი კონკურენტისტვის გაცემულ დოკუმენტში კი იგივე ფირმის 20 წლიანი გამოცდილება დასტურდება. გაუგებარია რას ეყრდნობა საელჩოს პოზიცია.”-განაცხადა კოზმანაშვილმა. საჩივარი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უკვე შევიდა და განხილვაც მომავალ კვირასაა დაგეგმილი, თუმცა როგორც კოზმანაშვილმა განაცხადა, საქმით ბიზნესომბუდსმენის აპარატიც დაინტერესდა.

"დამირეკეს, ალბათ შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება, მათაც დააინტერესათ, რატომ ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო ერთიდაიგივე ფირმის პროდუქციას, უფრო ძვირად”-განაცხადა კოზმანაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები