მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავდაცვის სამინისტროს პირსახოცების ფერის გამო უჩივიან

5adad6034ca75
თამუნა დემეტრაშვილი
21.04.18 10:37
2246
შპს MARGIO თავდაცვის სამინისტოს სატენდერო კომისიას პირსახოცების ფერის გამო უჩივის და კონკურენტის დისკვალიფიკაციას ითხოვს. საჩივარში, რომელიც კომპანია MARGIO-მ წარადგინა, ნათქვამია, რომ უწყებამ კანონი დაარღვია და გამარჯვებულად ის კომპანია დაასახელა, რომლის პროდუქციაც სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

ტენდერის პირობებით, თავდაცვის უწყება 60 ათასი ცალ ხაკისფერ, მუქ მწვანე, ყავისფერ ან მუქ ლურჯს პირსახოცს ითხოვდა, გამარჯვებულად კი ინდ. მეწარმე სტანგერ ხომასურიძე დასახელდა, რომლის პირსახოცებიც, მოსარჩელის მტკიცებით არ არის "მოყავისფრო", როგორც ეს თავდაცვაში ჩათვალეს. შპს MARGIO"-ს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სტანგერ ხომასურიძის პირსახოცები ყვითელ ფერთა ჯგუფს მიეკუთვნება, ევროპული სტანდარტის მიხედვით, სპილოსძვლისფერია და არ შეესაბამება ყავისფერ ფერთა ჯგუფს.

თავდაცვის უწყების მიერ გამოცხადებული 508 - ათას ლარიანი ტენდერი უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე სტანგერ ხომასურიძესთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. დავები საბჭომ კი შპს MARGIO-ის სარჩელი 23 აპრილს უნდა განიხილოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები