მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავიდანვე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის საქმეს - ჩეხეთის ელჩი

პეტრ კუბერნატი

ჩვენ თავიდანვე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის საქმეს, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ჩეხეთი დიდი ხანია საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერია.

“თავიდანვე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის სასამართლო საქმეს. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩეხეთი დიდი ხანი არის საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ჩვენი "ტრანზიციის მხარდაჭერის პროგრამის" მეშვეობით,” - წერს კუბერნატი.

ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, რომელსაც რამდენიმე ევროპული ქვეყნის ელჩებიც ესწრებოდნენ. მზია ამაღლობელი დასკვნით სიტყვას ორშაბათს, 4 აგვისტოს წარმოთქვამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები