"თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რომ ერთი კომპანიის "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლით, დიდ ეფექტს მივიღებდით", - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქართული ფარმაცევტული ბაზარი დღეს ოლიგოპოლიური, არა იმიტომ რომ რომელიმე კომპანია ცუდი მოთამაშეა, არამედ იმიტომ რომ ისტორიულად ბაზარზე რამდენიმე ძლიერი მოთამაშე ჩამოყალიბდა.
"მე დარწმუნებული არ ვარ „ჰუმანითი ჯორჯიასთვის" 30 000 000 ლარი დაიხარჯა თუ არა, ამაზე ალბათ ჩვენ ცალკე მოვითხოვთ ინფორმაციას და გავერკვევით. აუცილებელია საბაზრო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენება, მათ შორის პარალელური იმპორტის წახალისება უნდა იყოს და რეგულაციები კიდევ უფრო გამარტივდეს იმისათვის, რომ კონკურენცია იყოს და მცირე მოთამაშეებსაც ჰქონდეთ საშუალება, რომ ოლიგოპოლიური ბაზარზე უფრო მეტი კონტრიბუცია გააკეთონ და ამით კონკურენტუნარიანობა გაზარდონ, რაც თავისთავად ფასების შემცირებას გამოიწვევს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ექსპერტებს იმ ნაწილში კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომელშიც ამბობენ, რომ რეგულირება ცუდია, შავ ბაზარს გამოიწვევს. ბაზრის უხილავი ხელი ფასებს ყოველთვის კარგად ვერ არეგულირებს, მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც საკმაოდ დიდი ზეგავლენაა ფარმაცევტული სექტორისა უშუალოდ ექიმებზე, ვინც პაციენტს უწერენ მედიკამენტებს", - განაცხადა ზოიძემ.

























