მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება - მიხაილ როთი

მაიკლ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი თბილისში, აქციის მონაწილეების დაშლას ეხმიანება და ამბობს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება.

ის ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და სიტუაციის სერიოზულად შეფასების საჭიროებაზე.

"თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგეს.

თვალის არიდება და დაძაბული სიტუაციის ტრივიალიზაცია ნამდვილად არ არის გამოსავალი",- წერს როთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები