არსებობს მოსაზრება, რომ გლობალურ ეკონომიკაში არსებული მაღალი გაურკვევლობის და გართულებული პროგნოზირებადობის ფონზე: სპეციალური ეკონომიკური ზონები უზრუნველყოფს შედარებით პროგნოზირებადობას სტაბილური ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით.
მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაცია WFZO ითვლის 7,000 სპეციალურ ეკონომიკურ ზონას მთელს მსოფლიოში. თუმცა ძნელია თვალყურის დევნება და იმის ცოდნა, თუ რომელი ზონები არის რეალურად აქტიური და წარმატებული.
Adrianople Group-მა გამოავლინა 4921 აქტიური ზონა 90-ზე მეტ ქვეყანაში.
რაც შეხება ვითარებას სამშობლოში:საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა:
- ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
- ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
- ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
- თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
ამავდროულად არსებობს 2 ახალი ზონის პროექტი:
- საგარეჯოს თიზის ფუნქციონირების დაწყების ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 მარტი
- GIG-ის თიზ-ი ქუთაისში, რომელიც 2026 წლის 1 დეკემბრამდე გაიხსნება.
სტუმრები: მარიამ ქოიავა - საკონსულტაციო კომპანია SavvY-ის მმართველი პარტნიორი;
სოსო ნიბლაძე - “თბილისის თავისუფალი ზონის” მმართველი პარტნიორი;