"ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ საქართველოში თიზ-ების შესახებ კანონმდებლობა გადასახედია. როგორც ნიბლაძე აცხადებს, კანონი დღეს უკვე მოძველებულია და არსებულ გამოწვევებს ვეღარ პასუხობს.
"ინდუსტრიული ზონების განვითარების კუთხით, საჭიროა დამატებითი შეღავათების შემოღება.
ინდსტრიული ზონები ძალიან ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების სერიოზული მასტიმულირებელია.
კანონმდებლობა, რომელიც შეიქმნა „თიზ“-ებთან დაკავშირებით, უკვე მოძველებული კანონმდებლობაა. ეს კანონი 2007-2008 წლებში შეიქმნა, რომელიც ნაკლებად შეესაბამება დღევანდელ რეალობას და გამოწვევებს. შესაძლოა გადასახადების თვალსაზრისით დამატებითი ლიბერალური კანონმდებლობის შემოღება. ეს ტექნიკური საკითხებია, რომელიც ხელს შეუწყობს თიზების ჰანვითარებას და მათში სამეწარმეო ობიექტების შესვლას", - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

























