მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი ბიზნესის დაფუძნება მოვახერხეთ" - ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხა და მხოლოდ განცხადება გააკეთა.

"დღეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში - თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში; დღესაც ერთ-ერთი ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი არჩევნებია.

"ქართულმა ოცნებამ" მისცა საშუალება საქართველოს საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში.

13 წელიწადია, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ როგორც "ქართული ოცნების" წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა ობიექტური და კარგი ანალიზის გაკეთება, კრიტიკული ანალიზი. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს. შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ყველა მიმართულებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ დღეს, მოქალაქეები მაქსიმალურად ორგანიზებულად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ.

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მოახერხა და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, სწორედ, არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით გამოიხატება. ამით ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით.

როგორი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება, როგორც წესი, მასზე რეაქციას არ აკეთებს.

ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა საზოგადოებისთვის, რომ მან მოახერხა და ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა. იმედია, საზოგადოება დღესაც იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებულები მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევას გააკეთებენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები