2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიარდ 563 მილიონი დოლარი შეადგინა რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით ნაკლები მაჩვენებელია. თუკი გასული წლის მონაცემებით, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთისა და რუსეთის შემდეგ აშშ-ი პოზიციონირებდა, პირველი კვარტლის შედეგებით მოცემულობა შეცვლილია და აშშ-ს ა ჩინეთი ანაცვლებს. რამ განაპირობა სავაჭრო ბრუნვის შემცირება, რა ეტაპზეა დღეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობა და რას ვკარგავთ იმ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებით, რასაც აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა ჰქვია?