მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაში

5bcaf19c8d92b
თელარა გელანტია
20.10.18 13:28
1523
ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9% შეადგინა.

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (1 253.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (990.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (810.7 მლნ. აშშ დოლარი).

შეგახსენებთ: საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

Forbes.ge-ის მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში საქართველოდან ჩინეთში 162 მლნ 804 ათასი დოლარის საქონელი იქნა ექსპორტირებული. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ჩინეთში ექსპორტი 154 მლნ 696 ათასი დოლარი იყო ანუ ექსპორტი დაახლოებით, 8 მლნ დოლარითაა გაზრდილი.

წელს, იანვარ-სექტემბერში ჩინეთში გატანილი საექსპორტო პროდუქციის სამეულშია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (133 მლნ 648 ათასი დოლარი), ყურძნის ნატურალური ღვინოები (13 მლნ 667 ათასი დოლარი) და სამედიცინო ხელსაწყოები (7 მლნ 771 ათასი დოლარი).

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, მიმდინარე წლის 9 თვეში 647 მლნ 903 ათასი დოლარის საქონელი იქნა იმპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს დაახლოებით, 167 მლნ დოლარით აღემატება.

იმპორტირებული საქონლის სამეულშია: გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები (38 მლნ 714 ათასი დოლარი), აირის ტუბრინები (37 მლნ 971 ათასი დოლარი) და ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან (27 მლნ 199 ათასი დოლარი).

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები