თავისუფალმა თეატრმა დეკემბრის სპექტაკლები იანვარში გადადო. როგორც თეატრი ფეისბუქ-გვერდზე იტყობინება, მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია.
"ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, მიმდინარე კვირაში სპექტაკლები გადაიდება. ვისაც შეძენილი გაქვთ ბილეთები სპექტაკლებზე, რომლებიც მოიხსნა, შეგიძლიათ მობრძანდეთ შემდეგ თარიღებზე:
10 დეკემბრის “ჯინსების თაობა” - 28 იანვარი.
11 დეკემბრის “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს” - 18 იანვარი
12 დეკემბრის “სხვების ცხოვრება” - 29 იანვარი
13 დეკემბრის “მერე რა რომ სველია სველი იასამანი” - 25 იანვარი
14 დეკემბრის “თეთრი ვარდები” - 26 იანვარი
15 დეკემბრის “კავკასიური ცარცის წრე” - 19 იანვარი
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მისწეროთ tkt.ge -ს და biletebi.ge დააბრუნოთ ბილეთი. სალაროში ნაყიდი ბილეთის შემთხვევაში, მობრძანდით თეატრში. იანვრის აფიშა, ბილეთების გაყიდვამდე წინასწარ დაანონსდება ჩვენს გვერდზე", - წერია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.