21 მაისი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალურად დამტკიცების დღეა - სიმბოლოსი, რომელიც მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოები არ არის და ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის, დამოუკიდებლობის იდეისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. თანამედროვე ჰიმნი - „თავისუფლება“ - საქართველომ 2004 წელს მიიღო, თუმცა მის ისტორიას საფუძველი ჯერ კიდევ 1918 წლის პირველი რესპუბლიკის ჰიმნთან - „დიდებასთან“ მივყავართ, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი კოტე ფოცხვერაშვილი იყო. როგორ შეიცვალა ქართული ჰიმნი საბჭოთა ოკუპაციის, დამოუკიდებლობის აღდგენისა და ვარდების რევოლუციის შემდეგ, რატომ აირჩიეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერების მუსიკა თანამედროვე ჰიმნის საფუძვლად და რა პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა აქვს „თავისუფლებას“ დღემდე?


































