თბილისის მეტროპოლიტენის თავისუფლების მოედნის სადგურზე მგზავრთა გადაადგილება შეფერხებულია, რის გამოც მეტროს ჩასასვლელთან რიგი დგას.
როგორც BM.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, რომ მეტროსადგურში ესკალატორის სახელურს, იგივე მორბედს გარსაცავი (რეზინი) მოსცილდა და შესაბამისი ჯგუფები გაუმართაობის სწრაფ აღმოფხვრაზე მუშაობენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ზუსტად ვერ ასახელებენ რამდენ ხანში აღმოიფხვრება პრობლემა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრები მეტროსადგურში ჩადიან, თუმცა ესკალატორზე ჩასვლა ფეხით უწევთ, რის გამოც შესასვლელში რიგები შეიქმნა.