მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფლების მეტროში პრობლემა გამოსწორდა, მგზავრები შეუფერხებლად ჩადიან - სატრანსპორტო კომპანია

მმ

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, პრობლემა აღმოფხვრილია და თავისუფლების მეტროში მგზავრები თავისუფლად გადაადგილდებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის თავისუფლების მოედნის სადგურზე მგზავრთა გადაადგილება შეფერხებული იყო, რის გამოც მეტროს ჩასასვლელთან რიგი იდგა.

როგორც BM.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, მეტროსადგურში ესკალატორის სახელურს, იგივე მორბედს გარსაცავი (რეზინი) მოსცილდა და შესაბამისი ჯგუფები გაუმართაობის სწრაფ აღმოფხვრაზე მუშაობდნენ.

კომპანიაში თქვეს, რომ მგზავრები მეტროსადგურში ჩადიოდნენ, თუმცა ესკალატორზე ჩასვლა ფეხით უწევდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები