თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს.
საზოგადოება იმისთვის შეიკრიბა, რომ ფეხბურთელებს ერთად უთხრან მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც მათ ევროპის ჩემპიონატზე მიაღწიეს.
საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა, სადაც მათ გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

























