თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც "ოცნებას" ერთკვირიანი ვადა მისცა.
„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს. მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე... მე ველოდები პასუხს, ეს ყველაფერი ნათელი რომ იყოს, სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა და დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს ხმაც დაგვიპატიმრეს. არაუშავს, შევხვდებით და გელოდებით“, - განაცხადა მან.
მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არის ქართული ჯარის ერთგული და მთავარსარდალი, რა დროსაც მას მიკროფონი გაეთიშა და სიტყვით გამოსვლის გაგრძელება რუპორით მოუწია.