გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულირებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლების სოლიდარობა საქმით სჭირდებათ.
"თავისუფლებისთვის მებრძოლებს, ერთგულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით:
ევროკავშირის სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულირებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. გაყალბებული არჩევნების არაღიარება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა!", - წერს როთი.
The freedom fighters + committed Europeans in 🇬🇪 need solidarity in deeds, not just in words:
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) December 3, 2024
EU Sanctions against all those responsible for election manipulation and violence against peaceful protesters. Non-recognition of the rigged election and demand for free+fair elections! pic.twitter.com/0lZMHjISGc