მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავს უკონკურენტოდ ვთვლით" - რა სერვისებს სთავაზობს Modern Dog Resort-ი მომხმარებლებს?

ძაღლი

ბაღი, სასტუმრო, წვრთნა, გრუმინგი და ვეტერინარული მომსახურება, - ეს იმ მომსახურებების ჩამონათვალია, რასაც Modern Dog Resort-ი მომხმარებლებს სთავაზობს.

როგორც „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას მულტიფუნქციონალური სივრცის დამფუძნებელმა, თაკო გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ამ სფეროში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, თავს უკონკურენტოდ თვლიან.

„ჩვენთან ყველა სივრცე ერთმანეთისგან არის გამოყოფილი და რაც მთავარია უსაფრთხო. ამიტომაც ბაზარზე მომრავლებული მსგავსი კომპანიების მიუხედავად თავს უკონკურენტოდ ვთვლით. ჩვენთან თქვენი ოთხფეხა მეგობრები მთელი დღის განმავლობაში ერთობიან და ყველა საჭირო პროცედურას იღებენ, რაც მათთვის აუცილებელია. წვრთნა, ვეტ მომსახურება, გრუმინგი... ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, იმისთვის რომ თქვენი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე ძაღლების მოვლა-პატრონობა შეგიმსუბუქოთ,“ - განაცხადა თაკო გოგიჩაიშვილმა.

Modern Dog Resort-ის სივრცეში უსაფრთხოდ ერთდროულად 50 ჯიშიანი დიდი ძაღლის და 30 პატარა ძაღლის დატევეაა შესაძლებელი.

„ყველა სივრცე ერთმანეთისგან გამოყოფილია და მაქსიმალურად არის უსაფრთხოება დაცული. რაც შეეხება ჩვენი მულტიფუნქციური სივრცის ფასებს, სერვისის ღირებულება დღის განმავლობაში ჯიშიან ძაღლებზე 40 ლარია, მეტისებზე 35 ლარი,“ - აღნიშნა თაკო გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ Modern Dog Resort-ი არის მულტიფუნქციური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის, სადაც ხდება ძაღლების მოვლა-პატრონობა, წვრთნა, გრუმინგი. Modern Dog Resort დიდ დიღომში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები