მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC აზერბაიჯანის ბაზარზე ფართოვდება და ადგილობრივი ბანკის წილს ყიდულობს

5b58a318e4747
BM.GE
25.07.18 20:18
2753
TBC ბანკის შვილობილმა JSC TBC Bank -მა, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Nikoil Bank-თან, რომელიც აზერბაიჯანში ბანკის ბიზნესის გაფართოვებას ისახავს მიზნად.
კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის აზერბაიჯანული შვილობილი TBC Kredit-ი Nikoil Bank-ის წილის მფლობელი ხდება. შერწყმისთვის ბანკს რეგულატორის თანხმობა სჭირდება, რის შემდეგაც Nikoil Bank-ის 10%-ის მფლობელი გახდება.

თიბისი წარმოდგენილი იქნება Nikoil Bank –ის მენეჯმენტში. ამასთან, ბანკი გეგმავს რომ გამოიყენოს ის გამოცდილება, რომელიც მას ქართულ ბაზარზე აქვს, რათა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანულ ბაზარზე Nikoil Bank-ის ზრდას.

უახლოეს 3 წელში კი თიბისი Nikoil ბანკში საკუთარი წილის გაზრდას გეგმავს 50%-ს +1-ის პრინციპით, რათა აქციების უმრავლესობის მფლობელი გახდეს.
Nikoil Bank კერძო მფლობელობაში არსებული ბანკია, რომელიც აზერბაიჯანის მომხმარებელს ყველა სახის საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები