მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC BANK აზერბაიჯანში ბანკის გახსნაზე ფიქრობს

5a9cd85b0bdc0
BM.GE
05.03.18 09:38
2440
“TBC Bank დაინტერესებულია აზერბაიჯანის ბაზრით, რაც არ გამორიცხავს მომავალში განაცხადის შეტანას ადგილობრივი საბანკო ლიცენზიის მოსაპოვებლადაც” - აცხადებს აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში ნუკრი თეთრაშვილი, რომელიც TBC Credit ხელმძღვანელობს. TBC Credit აზერბაიჯანში მოქმედი არასაბანკო საკრედიტო კომპანიაა, რომელსაც 100%-ით TBC Bank ფლობს.

“მიუხედავად იმისა, რომ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზცაციებისთვის არ არის ვალდებულება დაარეზერვონ გაცემული სესხები, შიდა აუდიტის მოთხოვნიდან გამომდინარე TBC Credit ამას მაინც აკეთებს”, - აცხადებს თეთრაშვილი.TBC Bank-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, რაც ავალდებულებს ყველა ბანკთან ასოცირებულ და შვილობილ კომპანიას დააკმაყოფილოს აუდიტის მაღალი საერთაშორისო სტანდარტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები