მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC ბანკი მომხმარებლებს გამარტივებულ იპოთეკურ სესხებს 1 კვირაში შესთავაზებს

5d19dd19cb9a2
თათია ჩაფიჩაძე
01.07.19 14:15
2354
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, მომხმარებლებს გამარტივებულ იპოთეკურისესხებს 1 კვირაში შესთავაზებენ.

როგორც ბუცხრიკიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკთან შეხვედრები გრძელდება.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ბანკები მარეგულირებელთან საკმაოდ აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ; „თიბისიც“ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ალბათ 1 კვირის პერიოდში შევაჯარებთ მოლაპარაკებებს და მზად ვიქნებით, ახალი პროდუქტებით და ცვლილებებით გავიდეთ ბაზარზე. იცით, რომ რეგულაციების ერთი ნაწილი ამოქმედდა 2018 წლის მაისში, მეორე ნაწილი კი - მიმდინარე წლის 1 იანვრიდან. ჩვენ ახლა რაზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ეხება ლარში იპოთეკურ სესხებს. კერძოდ, შემოსავლებთან დაკავშირებით უფრო თავისუფალ პირობებს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

Bm.ge-ის კითხვას - ე.წ. საბანკო რეგულაციებში ცვლილებების საჭიროება განაპირობა თუ არა იმან, რომ შედეგი მოლოდინებზე განსხვავებული აღმოჩნდა, „თიბისის ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა შემდეგი პასუხი გასცა:

„საბანკო სექტორის 6-თვიანი შედეგები ჯერ არ გვაქვს, შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ „თიბისი ბანკზე“, ამ შეხვედრებზე ჩვენ სულ აღვნიშნავდით, რომ საჭირო იყო მეტი ინფორმაციის მიღება, რეგულატორთან შეხვედრები და ალბათ ლოგიკურად მივედით იქამდე, რომ რაღაცეები შესაცვლელი იყო“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები