მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC ბანკი უზბეკეთის საფინანსო სექტორში შესვლას გეგმავს

5c34669d3a415
ანნა ლაპიაშვილი
08.01.19 12:59
1338
TBC ბანკი უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება.

2019 ის გეგმებზე კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ Euromoney-თან ისაუბრა.

TBC ახლ ბაზარზე შესვლას ციფრული ნეობანკით, Space-ით გეგმავს, რომელიც საქართველოში გასულ ზაფხულს დაისტარტა.

Space მომხმარებელს ერთდროულად რამდენიმე საბანკო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის კრედიტებს და საბარათე გადახდებს.

Space არის “ციფრული ბანკი”, რომელსაც არ გააჩნია ფაილები და მობილური აპლიკაციით ნებისმიერი საბანკო პროდუქტი და სერვისი დისტანციურად ხელმისაწვდომია.

გიორგი შაგიძე ამბობს, რომ TBC ბანკი უზბეკეთის კორპორატიულ სექტორში შესვლას არ გეგმავს და ორიენტირს საცალო სექტორსა და მცირე და საშუალო ბიზნესზე აიღებს.
“ჩვენ ძალიან მასშტაბურ მიდგომას ვიყენებთ, რომელიც აქტივებზეა დამყარებული”, - აცხადებს შაგიძე.

Euromoney-თან საუბარში TBC-ის ფინანსური დირექტორი აღნიშნავს, რომ უზბეკეთში დაკრედიტების დონე მხოლოდ მშპ-ის 5%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია, მათ შორის ცენტრალური აზიის სტანდარტებითაც.

“მიმდინარე რეფორმების ტემპს თუ გავითვალისწინებთ, ვთვლით, რომ ბაზარი ძალიან სწრაფად გაიზრდება”, - ამბობს ის.

გიორგი შაგიძე გამოცემასთან აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მომხმარებლების დარწმუნება - ლოიალურები იყვნენ საბანკო სისტემის მიმართ, რთული იქნება, თუმცა ამ შემთხვევაშიც TBC-ში დაგროვილი გამოცდილების იმედი აქვს.

“იყო დრო, როცა საქართველოში დანაზოგის გასაკეთებლად ადამიანები ბანკს არ მიმართავდნენ, თუმცა დღეს ბევრი რაღაც შეიცვალა, ეს ნაწილობრივ ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობების დახმარებით მოხდა; თუ ჩვენ ამ გამოცდილებას გამოვიყენებთ და ადგილობრივ თავისებურებებთან შევაჯერებთ, ძალიან ძლიერ პოზიციას დავიკავებთ“, - ირწმუნება TBC-ის ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე.

გამოცემა წერს, რომ გიორგი შაგიძემ უზბეკეთის დღევანდელი ბაზრის მდგომარეობა იმ ეტაპს შეადარა, რომელიც საქართველომ უკვე გამოიარა.

“ჩვენ უკვე გავიარეთ ეს ეტაპი და გამოცდილებაც გვაქვს, რომელიც შეგვიძლია ახლა უზბეკეთის ბაზარზე ჩავიტანოთ. ჩვენ შეგვიძლია, უზბეკეთის საბანკო სექტორის განვითარების კატალიზატორები ვიყოთ“, - ამბობს შაგიძე.

მისივე შეფასებით, რეფორმების დროს მიღებული გამოცდილება, რომელიც TBC ბანკმა დააგროვა, უზბეკეთის ბაზარზე კონკურენტული უპირატესობით წარდგენას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები