„თიბისი ბანკი“ს ფინანსური დირქტორი გიორგი შაგიძე გაუფასურების მიმართულებით ლარის ბოლო დროინდელ რყევებს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებით ხსნის.
ამის შესახებ შაგიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზების კომენტირებისას განაცხადა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ლარი არის თავისუფალი ვალუტა, რა თქმა უნდა, მასზე ზეგავლენას ახდენს ის, რაც ხდება ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან დაკავშირებით. ნახეთ, რომ წინა კვირას თურქეთის ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად იყო გაუფასურებული“, - განაცხადა შაგიძემ და დასძინა, რომ „ყველა ჩვენი სავაჭრო პარტნიორის ვალუტას გარკვეული ტიპის გავლენა აქვს ლარზე“.
ჟურნალისტის კითხვას - კიდევ რა ფაქტორებს შეიძლება უკავშირდებოდეს ლარის გაუფასურება, შაგიძემ შემდეგი პასუხი გასცა:
„ჩვენ არ გვგონია, რომ რაიმე ფუნდამენტური სახის ფაქტორთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა.