„ასეთი ტიპის შეტყობინება სხვა არ მიგვიღია“, - ასე უპასუხა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის კითხვას.
„სხვა რომელიმე ბანკთან დაკავშირებით იყო თუ არა მსგავსი შეტყობინება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან, რომელზეც საზედამხედველო ღონისძიებები განხორციელდა“, - იკითხა დეპუტატმა.
ხათუნა გოგორიშვილი TBC ბანკის 2008 წლის ტრანზაქციას გულისხმობდა, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ათი წლის შემდეგ, 2018 წლის ზაფხულში აღმოაჩინა და ამის შესახებ მთავარ პროკურატურასთან ერთად ეროვნულ ბანკსაც აცნობა.

























