მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"TBC ბანკის ხმოვან ასისტენტს მომავალში ახალი ფუნქციები დაემატება"

5c754eb2374df
ანუკა ჯოხაძე
27.02.19 09:40
851
“თიბისი ბანკის ხმოვან ასისტენტს მომავალში ახალი ფუნქციები დაემატება”, - ამის შესახებ “Pulsar Al"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაჩი ჭოლაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა გადარიცხვისა, შესაძლებელი იქნება ისეთი ფუნქციონალებით სარგებლობა, როგორებიცაა თუნდაც ვალიტის კურსის გაგება.

“ჩვენ მომავალში დავამატებთ სხვა ფუნქციონალსაც; მაგალითად, გარდა გადარიცხვისა შეგეძლება ვალუტის კურსი გაიგო ან რაღაც მსგავსი. როცა ეუბნები შენ ამას ხმოვან ასისტენტს, გამოხატავ სურვილს, რომ მან რაღაც დავალება შეასრულოს. შესაბამისად, მისია აქვს ისეთი, რომ პირველ რიგში, ამოიცნოს რა სურვილი გაქვს და შემდეგ მოიძიოს რაღაც პარამეტრი. მაგალითად, გადარიცხვის შემთხვევაში მიხვდეს ვისთან რიცხავ თანხას და რამდენს; ვალუტის კურსის შემთხვევაში მიხვდეს ფილიალის კურსი გაინტერესებს თუ - მობაილ ბანკის“, - ამბობს “Pulsar Al"-ის აღმასრულებელი დირექტორი დაჩი ჭოლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები