მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განცხადება გამოაქვეყნა

5c669b49003a5
BM.GE
15.02.19 14:44
1438
TBC ბანკმა ლონდონის საფონდრო ბირჟაზე განცხადება გამოაქვეყნა, მასში აღნიშნულია, რომ ბანკი 2018 წლის მეოთხე კვარტალის და 2018 წლის წინასწარ სრულ კონსოლიდირებულ ფინანსურ მაჩვენებლებს 2019 წლის 21 თებერვალს წარადგენს. ამავე დღეს ბანკის CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შაგიძე ასევე გამართავენ საკონფერენციო ზარს, რომელზეც ინვესტორებს საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს გააცნობენ.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, TBC ბანკს 2018 წლის განმავლობაში 361 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, მისი მთლიანი აქტივების ზომა კი 15.1 მილიარდ ლარს შეადგენდა.

პარალელურად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC-ის აქციების ღირებულება მცირდება, ამ დროისთვის ერთი აქციის ფასი 13.23 გირვანქა სტერლინგია, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია. ეს აქციების ღირებულების ბოლო ორი წლის მინიმუმს წარმოადგენს.

გუშინ TBC-ის აქციები 6.66%-ით დაეცა, რის შედეგადაც ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 52 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა. ამჟამად კაპიტალიზაციის მოცულობა 730 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

TBC ბანკის ბორდის თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ხელმოწერის უფლება შეჩერებული აქვთ. სებ-ი ორი თვის ვადაში მათ გადადგომას მოითხოვს.

ბანკი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას გეგმავს.

თავად მამუკა ხაზარაძე მიმდინარე პროცესს ბანკიდან მისი ჩამოშორების მცდელობას უწოდებს, მისი თქმთ, არც ის და არც თიბისი ბანკი უსამართლობას არ შეეგუება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები