მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC ბანკმა ქართულად მოლაპარაკე "ჩატბოტი" შექმნა

58bd524b4d61c
ელენე გოგბერაშვილი
06.03.17 16:10
2810
საქართველოში პირველად, საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღებას Facebook Messenger-ის მომხმარებლები „თი-ბოტის“ მეშვეობით შეძლებენ. თიბისი ბანკი ინოვაციურ სიახლეს ნერგავს, რითაც მომსახურების დისტანციურ არხებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და თანამედროვეს ხდის.

""თი-ბოტი“ - ასე ჰქვია "ჩატბოტს“, რომელიც შეგიძლიათ თქვენი Messenger - ის საძიებო ველში იპოვოთ და გაესაუბროთ. ის მუდამ ხელმისაწვდომია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე, 24 საათი. „თი-ბოტი“ მიგასწავლით თიბისი ბანკის ფილიალებსა და ბანკომატებს თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე, ასევე, გაგაცნობთ ვალუტის კურსებს და მოგაწვდით ინფორმაციას სესხების შესახებ. „თი-ბოტი“ ჯერ ახალბედაა, ცოტა რამ იცის საკუთარი თავის შესახებაც, მაგალითად, რა ჰქვია, რას აკეთებს, რამდენი წლის არის, სად მუშაობს, რა ფილმი, წიგნი თუ მუსიკა უყვარს. ვიზუალურ მხარეს „თი-ბოტი“ ღირსშესანიშნავი თარიღების და აქტუალური მოვლენების მიხედვით შეიცვლის.

„თი-ბოტი“ არის პირველი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე „ჩატბოტი“, რომელიც ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს. თიბისი ბანკში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მშობლიურ ენაზე ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამიტომ „თი-ბოტი“ მხოლოდ ქართულ შრიფტს იყენებს და თქვენც მოგიწოდებთ, რომ წეროთ ქართულად.

სამომავლოდ მისი ფუნქციები გაიზრდება და ის შეძლებს თქვენი ასისტენტი გახდეს, მაგალითად, შეგისრულოთ თანხის გადარიცხვის ოპერაცია, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ანგარიშების შესახებ, ასევე, თიბისი ბანკის პროდუქტებსა თუ სერვისებზე და ა.შ.

ე.წ. „ჩატბოტი“ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინოვაციური და ექსპერიმენტული პროდუქტია. უდიდესი ბანკები აშშ-სა და ევროპაში სწორედ ახლა ნერგავენ ამგვარ მომსახურებას. „ჩატბოტებს“ წარმატებით იყებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Amazon, KLM, CNN და სხვა", - განმარტავენ ბანკში. 

„თი-ბოტის“ პოვნა მარტივად შეგიძლიათ თქვენს Messenger - ში, როგორც მობილურ აპლიკაციაში, ისე დესკტოპზე. „თი-ბოტი“ შეგიძლიათ იპოვოთ შემდეგ ლინკზე: https://www.facebook.com/TBCTIbot/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები