მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"TBC ბანკსა" და საბანკო რეგულაციებზე კობა გვენეტაძის მოსმენა 16 აპრილს გაგრძელდება

5ca78d7b8dbc2
BM.GE
05.04.19 21:13
935

„თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა მომდევნო სასესიო კვირაში გაგრძელდება.

კობა გვენეტაძეს პარლამენტში მოსვლა 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოუწევს.

აღნიშნულ საკითხებზე გვენეტაძის მოსმენას მთელი სასესიო დღე დაეთმო, თუმცა პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი პროცედურა დღეს ვერ დაასრულა. უფრო კონკრეტულად, ფრაქციებმა და უმრავლესობამ სიტყვით გამოსვლები ვერ მოასწრო. სწორედ ფრაქციებისა და უმრავლესობის ფორმატში, კობა გვენეტაძის მოხსენებაზე საპასუხო გამოსვლებით დაიწყება 16 აპრილის პარლამენტის პლენარული სხდომა.

წყარო: IPN 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები