მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC, BGEO, CGEO, GHG - დღეს ლონდონის ბირჟაზე ყველა ქართული კომპანიის აქციები დაეცა

5d38968638fe7
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.19 21:33
4649
დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყველა ქართული კომპანიის აქციების ღირებულება დაეცა. მთავარი ვარდნა TBC ბანკის ჯგუფმა განიცადა, რაც დღეს, დილის 12:00-ზე მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს მოჰყვა. გასული 9 საათის განმავლობაში ბანკის აქციები 11.81%-ით შემცირდა და ამ დროისთვის £13.08 ფუნტს შეადგენს. 

შედეგად ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია £96 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა. 

გარდა თიბისისა დღესვე BGEO-ს აქციების ღირებულება შემცირდა. კლება 2.76%-ს შეადგენს. ამჟამად საქართველოს ბანკის ერთი აქცია £15.16 ფუნტად ივაჭრება. 

0.2%-იანი კლება განიცადა საქართველოს კაპიტალის (CGEO) აქციებმაც, ამჟამად ერთი აქციის ღირებულება £10.08-ს შეადგენს. 

საქართველს ჯანდაცვის ჯგუფის GHG-ის აქციების ღირებულება კი 2.35%-ით შემცირდა. კომპანიის ერთი აქცია £2.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები