მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC: ბუცხრიკიძე და ხაზარაძე ამ ტრანზაქციაზე ინფორმირებულებიც არ იყვნენ, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

5bb325582c6a6
BM.GE
02.10.18 11:57
2231
TBC ბანკი ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც TBC ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეკა გეგუტია განმარტავს, ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც საღამოს 8 საათამდე ხორციელდება კანონიერია. ამასთან, როგორც ეგუტია ამბობს, მსგავსი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ კომპანიის მენეჯმენტში, რადგან ის კანონის დაცვით ხორციელდება.

თიბისიში ტრანზაქციის განსახორციელებლად, შესაძლო ზეწოლის ფაქტსაც უარყოფენ.

„ბუცხრიკიძე ასეთ ტრანზაციაში არ მონაწილეობდა და მსგავს ტრანზაქციებში გენერალური დირექტორი საერთოდ არ მონაწილეობს.

კომპანიას სურდა თავის თანხის განკარგვა და ეს მოხდა წესით დაცვით.

არც ვახტანგ ბუცხრიკიძე და არც მამუკა ხაზარაძე ამ ტრანზაქციაზე ინფორმირებულები არ იყვნენ, რადგან ეს არის კლიენტის მიერ საკუთარი თანხების განკარგვის ტრანზაქცია, რომლის შეზღუდვაც არ შეიძლებოდა.

არ ვადასტურებთ ზეწოლას, ეს არის სიცრუე, არავითარ ზეწლას არ განიცდიდნენ. ყოველგვარი კანონის დაცვით მოხდა ტრანზაქცია და თიბისი ბანკს არ შეეძლო კლიენტისთვის შეეზღუდა ეს ტრანზაქცია“ , - განმარტავენ ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები