მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC Capital : 2019 წლის I კვარტალში ბინების გაყიდვები 2018 წლის იდენტურ მაჩვენებელზეა

5ce3c8249360b
ლევან თაღიაშვილი
22.05.19 09:00
981
TBC Capital-ის კვლევების უფროსის თორნიკე კორძაიას განცხადებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წელთან შედარებით, ბინების გაყიდვების დონე იდენტურ მაჩვენებელზეა და არც კლება და არც მატება არ შეინიშნება.

„საქმიან დილაში“ საუბრისას მან კონკრეტულ თვეებსა და სტატისტიკაზე მოქმედ ფაქტორებზეც ისაუბრა.

“საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ გაყიდვებს შორის, 2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წელთან შედარებით კლება არ გვაქვს, თუმცა პირველად ხდება, რომ პირველ კვარტალში წინა წლებთან შედარებით ზრდა საერთოდ არ მომხდარა, არადა ყოველ წელს ყველა კვარტალში მატება შეინიშნებოდა. 

ეს ეხება როგორც ბინებს, ასევე - ფართებს. რაც შეეხება თვეების მიხედვით ჩაშლას, იანვარში მცირე მატებაა, თებერვალში იგივე მდგომარეობაა, მარტში კი, მცირედი კლება დაფიქსირდა. ჯერჯერობით, ძალიან ადრეა იმის თქმა, ეს ტენდენცია რაიმე ტენდენციას ავლენს თუ - არა, მაგრამ შემდეგი კვარტლის დაკვირვებით, უკეთესი დასკვნის გამოტანის საშუალება მოგვეცემა.

რაც შეეხება იანვარში ზრდის ეფექტებს, თეორიულად ორ ფაქტორს ვუშვებთ: პირველი, ესაა დეკემბერში გაცემული სესხების დიდი რაოდენობა და მეორე, გარკვეული ტრანზაქციების საჯარო რეესტრში გვიან ასახვა“, - განაცხადა თორნიკე კორძაიამ.

მისივე თქმით, 2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წელთან შედარებით იპოთეკური სესხების ნაწილი რაოდენობრივადაც და მოცულობითაც შემცირებულია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები