მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital-ის კვლევა: 2017 წელს საცალო ვაჭრობის სექტორის ზომა 7.8 მლრდ ლარი იყო

5c112d8da865a
ლევან თაღიაშვილი
13.12.18 14:50
1441
"TBC Capital-ის მიერ მომზადებული კვლევა, კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორის შესახებ, პირველი საინვესტიციო ანალიზია ამ სექტორისთვის.

კვლევის მომზადება ბაზრის მონაწილე კომპანიებისა და ინვესტორების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, იმისათვის, რომ მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ. შესაბამისად, კვლევის მიზანია კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაანახოს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი." - ნათქვამია განცხადებაში.

„ამ სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის თიბისი ბანკი ძირითადი პარტნიორი ბანკია, შესაბამისად, ბანკისთვის აღნიშნული სექტორი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც, თიბისი მუდმივად სთავაზობს სექტორის მონაწილეებს, როგორც მათ მოთხოვნებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს, ასევე საინვესტიციო საბანკო მომსახურეობას,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.

კვლევაში ნათქვამია, რომ ორგანიზებულ საცალო ვაჭრობას ანუ ბრენდირებულ ქსელურ სავაჭრო ობიექტებს, საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. 2017 წლის მდგომარეობით, აღნიშნული სექტორის ზომა 7.8 მილიარდი ლარის მოცულობის იყო, საიდანაც მხოლოდ 16% ეკავა ორგანიზებული ბაზრის მოთამაშეებს.

„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა გვაძლევს საკმარის საფუძველს, რომ განვსაზღვროთ სექტორის ზრდის პოტენციალი. ჩვენი პროგნოზით, სექტორი გაიზრდება 11 მილიარდ ლარამდე შემდეგი ექვსი წლის მანძილზე, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი თითქმის გაორმაგდება იგივე პეირიოდში,“- განაცხადა თიბისი კაპიტალის კვლევისა და საბროკერო დეპარტამენტის უფროსმა ნინო ცხადაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები